Friday, December 6, 2013
ვარდისუბნის საჯარო სკოლა
ჩემი სკოლა ვარდისუბნის საჯარო სკოლას უდიდესი ისტორია აქვს. როგორც გადმოცემით ვიცით 1917-18 წლებში , როცა სოფელი ქართველებით დასახლდა, ვარდისუბანში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა და სკოლის დირექტორად , გვარად ორმოცაძე დაუნიშნავთ. შემდეგ ეს სკოლა დაწყებით სკოლად გადაკეთებულა ანუ ოთხკლასიანი სკოლა იყო. ამ სკოლას წლების მანძილზე 20 ღირსეული დირექტორი განაგებდა. შემდეგ 1950 წელს საშუალო სკოლად გადაკეთდა. ამ სკოლაში სწავლობდნენ სხვადასხვა პერიფერიებიდან. ყოველ წელიწადს სკოლაში სწავლობდა 400-500 მოსწავლე.ამჟამად ის საჯარო სკოლაა, საკმაოდ წარმატებული. სკოლა აქტიურად არის ჩართული ყველა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მოძიების და დანერგვის პროცესში, 2006 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანერგილ პროექტში ,,თანამედროვე ტექნოლოგიები განვითარებული თაობებისათვის ” , ,,ირმის ნახტომი” 2009 წელი. და ა. შ. ვარდისუბნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები დღეს წარმატებული ადამიანები არიან!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment