ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა რუსთავი -2-ის ტურში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი - 2- სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს საინტერესო ტურებს ცენტრალურ ოფისში. სამიწელია ვარდისუბნის საჯარო სკოლა, ჩემი ხელმძღვანელობით, როგორც საგნის მასწავლებელი და სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ვახორციელებთ ამ ტურში მონაწილეობას, სტუმრობს ტელევიზიას სკოლის მხოლოდ მეექვსე კლასი, როდესაც ვამთავრებთ პროგრამა Microsoft office PowerPoint-ს რუსთავი-2 ის ტურის მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ ტელევიზიის სხვადასხვა განყოფილება, საეთეროები, სტუდია, მოინახულონ ის ადგილები სადაც იქმნება მათთვის კარგად ცნობილი სატელევზიო პროგრამები. ტურის ხანგრძლივობა 1 საათია მას უძღვება რუსთავი-2 ის ტურ მენეჯერი. პროგრამა ითვალისწინებს შეხვედრებსა და გასუბრებებს კომპანიის მენეჯერებსა და სხვადსხვა სატელევიზიო გადაცემის წამყვანებთან. მსახიობებთან, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მოსწავლეებზე, ტურის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობიან რუსთავი 2-ში დანერგილი უახლეს სატელევიზიო ტექნოლოგიებს, ნახავენ როგორ მოგზაურობს აუდიო-ვიდეოგამოსახულება სტუდიიდან ხელოვნური თანამგზავრის გავლით ჩვენს ტელეეკრანამდე. ტური საშუალებას აძლევს მოსწავლეს საკუთარი თვალით იხილოს საინფორმაციო სამსახურის სამონტაჟოები და ნახონ როგორ მუშაობენ ჟურნალისტები ახალი ამბების სიუჟეტებზე, დაათვალიერონ ძველი და ულტრათანამედროვე ვიდეოარქივები. ასევე მოსწავლეები გაეცნობიან სტუდიური გადაღებისათვის საჭირო ტექნიკას, მათ შეუძლიათ პროდიუსერებთან, ოპერატორებთან და წამყვანებთან გასაუბრება. პროგრამის შემდეგ ნებადართული ფოტოების გადაღება. ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ (ჯგუფები )Microsoft office PowerPoint 2007 -ში ატვირთვას და სწორედ წარმოდგენილია ერთერთი ჯგუფის ნამუშევარი.
ეს არის მეხუთე კლასის ნამუშევარი ხატვის პროგრამის შესწავლის შემდეგ
No comments:
Post a Comment