ინსტრუქციები

ურთიერთობა მაგთიკომთან



ურთიერთობა მაგთიკომთან. ინფორმაციის საოცარი მოზღვავების ეპოქაში, კომპიუტერი ჩვეულებრივი მოხმარების საგნად იქცა. მან ფართოდ შემოაბიჯა ფეხი ადამიანთა ცხოვრებაში, ბევრს ვეღარც კი წარმოუდგენია ცხოვრება ამ საოცრების გარეშე. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლა სკოლაში 1, 5 და 6 - ე კლასში ხდება შესანიშნავი სახელმძღვანელოთი. საგნის სწავლება შედეგებით აისახება და ყოველთვის ვითვალისწინებთ გაკვეთილის დაგეგმვის დროს, ჩვენს საგანში ი.ს.ტ -ის შესასწავლად პირველად გაკვეთილის გეგმასთან ერთად მზად გვაქვს (გეგმა 2) აქ იგულისხმება ტექნიკური ხარვეზი, ელექტროენერგიის გათიშვა და ა. შ. ამ დროს ამ პრობლემას ვაგვარებ ასე, რაც ლაგოდეხის რაიონში მაგთიკომის ოფისი გაიხსნა, მე ვთანამშრომლობ მათთან და მომაქვს ახალ-ახალი ჟურნალები, სადაც საინტერესოდ არის აღწერილი თანამედროვე ტექნიკის სიახლეები, მასში ვარჩევთ ჩვენთვის საინტერესო თემას, და ვკითხულობთ, ვარკვევთ და ვეცნობით მაღალი ტექნოლოგიების სიახლეებს. მოცემულ მომენტში 5-ე კლასში შევარჩიეთ თემა სათაურით ,,მაღალტექნოლოგიური ხილი”- შევიტყვეთ თუ როგორ შეარჩია სტივ ჯობსმა ახალი კომპანიისათვის სახელწოდება სახელი ვაშლი - apple – კომპანია და ისტორია ამ კომპანიის შექმნისა. სწავლის პროცესში ვირჩევთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან მიმართულებებს, რომლებსაც შედეგამდე მივყავართ, ამ კონკრეტულ შემ-ში ვირჩევ მიმართულებას ისტ.ტექ V.1. - შედეგი მოსწავლე აცნობიერებს ციფრული საშუალებების დანიშნულებას, მიმართულება ისტ.ტექ V.2. - შედეგი -გაიაზრებს და ასაბუთებს ისტ -ის გამოყენებით დადებით მხარეებს ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, სოციალურ ფენაში და ა. შ. მიმართულება ისტ.ტექ V.5. - შედეგი - ინფორმაციის სანდოობის დასადგენად, ადარებს სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას, ახდენს მოძიებული ციფრული მასალისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციას და აფასებს ამ მასალას იმის მიხედვით, თუ რამდენად სასარგებლო, სანდო, ადეკვატური და ზუსტია იგი., უთითებს ინფორმაციისა და ციფრული მასალის წყაროებს ან / ავტორს.


 ტრენინგები 1 კლასის მშობლებთან





ტრენინგები პირველი კლასის მშობლებთან მესამე წელია რაც სახელმწიფო განათლების სამინისტროსთან ერთად საქართველოს ყველა სკოლის მომავალი პირველი კლასელისათვის და მასწავლებლისათვის, მათ შორის ვარდისუბნის საჯარო სკოლაშიც ყოველი პირველ კლასელი და მათი მასწავლებელი ღებულობს საჩუქრად ბუკებს, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგია საუკეთესო საშუალებაა ბავშვის ფსიქიკური განვითარებისა და სწავლა-სწავლების ეფექტურობის ასამაღლებლად,რათა, ჩვენ პედაგოგებმა უნდა ვასწავლოთ ბავშვს, ინფორმაციით სავსე სამყაროში , მან როგორ იცხოვროს. მოგეხსენებათ სანფორმაციო ბაზაში მომავალი პირველკლასელის რეგისტრაციისათვის საჭიროა მშობლის პირადობა , ტელ ნომერი და ელ ფოსტა.ბუკების გადაცემის პროცესმა მშობლების დიდი სიხარული და დიდი ინტერესიც გამოიწვია, ბავშვებზე მეტად მშობლები აქტიურობდნენ თვითვებურად ბუკებთან, რაც ხშირად მისი მწყობრიდან გამოსვლას იწვევდა, ამიტომ როგორც სკოლის საინფორმაციო მენეჯერმა და საგნის ი.ს.ტ.-ის პედაგოგმა აღნიშნულ პრობლემაზე მივმართე იდეით სკოლის დირექტორს, ქალბატონ მანანა ბახტურიძეს , რომ 4 დღის განმავლობაში სასწავლო წლის დაწყების პირველივე დღიდან ვასწავლიდი მშობლებს ბუკებთან მუშაობას, თანხმობის შემდეგ შევუდექი ტრენინგ კურსის ჩატარებას , უკვე მეორე წელია, და დღემდე ვთანამშრომლობთ მშობლებთან . თვითონ ბუკს მოჰყვება არაჩვეულებრივი წიგნი მშობლებისათვის, სწორედ ამ წიგნის შესწავლით ვამდიდრებ მშობლებთან სასწავლო ტრენინგ 4 დღიან კურს. ტრენინგ კურსის დანერგვამ შედეგი მოგვცა, უფრო მეტად გაზარდა მშობლების ინტერესი კომპიუტერის მიმართ და უკვე მესამე წელს მოსულ პირველკლასელის რამოდენიმე მშობელს თავისი ელ ფოსტა ჰქონდა და სურვილით მათ ემაილზე გავატარეთ შვილის რეგისტრაცია, ასევე აღმოჩნდა რამოდენიმე მშობელს უკვე გაევლო ფასიანი ტრენინგი კომპიუტერის, რომ შვილებს დახმარებოდნენ. მაგრამ გასათვალისწინებელია რომ ჩვენ ვცხოვრობთ სოფელში, არის ჯერ-ჯერობით მაინც ეკონომიური გაჭირვებაა, უმრავლეს მშობელს არ ააქვს ფასიანი კურსის გავლის საშუალება მაგრამ ვფიქრობ. ჩემი იდეა , უფასო ტრენინგ-კურსი შედეგიანი აღმოჩნდა, აღარ არის ბუკებზე პროგრამული ხშირი დაზიანებები, დამყარდა ურთიერთობა ინტერნეტით მშობლებთან. გვაქვს მიმოწერა. სულ რამოდენიმე დღეა, რაც გავიარე ქ თბილისში Edmondo.com პროგრამა, ძალიან მომეწონა, ეს პროგრამა კიდევ მეტად დამეხმარება დავამყაროთ კავშირი სკოლა -მშობელი -მასწავლებელი -მოსწავლე, მშობლები ჩავრთო ნახვის რეჟიმში და შვილების ნამუშევარი ტესტები ნახონ, ისე როგორც ამას პირველი კლასის ბუკში ვაკეთებთ სტატისტიკურ მონაცემებში, რათა მშობელმა ნახოს შვილის ტესტის შედეგი. სწორედ ამის ამსახველი სურათები გამოვაქვეყნე, და დღესაც აქტიურად ვთანამშრომლობ მსურველ მშობელთან პრობლემის მოგვარებისათვის. სურათზე აღბეჭდილია ერთ-ერთი შეხვედრა მშობლებთან ფიქრია ხაჩიძე ტელ 598 541794, ეკა ბეროშვილი ტელ 551911948, ლაურა კევლიშვილი 593 415103
კომპიუტერის სასწავლო პროგრამა დამწყებთათვის
პროგრამები
საკითხები
დღეები
შესავალი
      ჩვენ და კომპიუტერი (როგორ შეიქმნა კომპიუტერი) რისგან შედგება კომპიუტერი , როგორ მუშაობს კომპიუტერი, როგორ ჩავრთოთ და გამოვრთოთ კომპიუტერი, უსაფრთხოების წესები
1 დღე
ოპერაციული სისტემა
     ოპერაციული სისტემები, სამუშაო მაგიდის პიქტოგრამები,, Windows-is  ფანჯრებთან მუშაობა, Windows-xp-ის გამოყენებითი პროგრამები, Microsoft office-ის ძირითადი პროგრამები, როგორ იმახსოვრებს კომპიუტერი ინფორმაციას, მყარი დისკი, მეხსიერების ორგანიზება კომპიუტერში, სამუშაო მაგიდის ფონის შეცვლა.
ტექსტური რედაქტორი
MS Word 2007
ტექსტური რედაქტორი
                                          MS Word 2007,
       ფანჯრის ელემენტები, კლავიატურა (ანბანი,)როგორ წავშალოთ და ჩავამატოთ ტექსტი, ვისწავლოთ კლავიატურაზე სწორად ბეჭდვა,  ტექსტის შეტანა რედაქტორში, ტექსტის მონიშვნა, ტექსტის ამოჭრა, კოპირება, ჩასმა. შესრულებული სამუშაოს გაუქმება და აღდგენა, ტექსტის ზომის შეცვლა, გაფორმება, ფერის შეცვლა, ტექსტის დახრა, ხაზგასმა, გამუქება,
ოპტიკური დისკები
კომპიუტერის გარე მეხსიერება, , როგორ ჩავწეროთ ფაილები ან საქაღალდეებიოპტიკურ დისკზე. როგორ  წავშალოთ მრავალჯერად დისკზე ინფორმაცია, ფლეშ-ბარათი, ფაილის ტიპი, ფაილების დაარქივება, განარქივება, ტექსტის გასწორება, ტექსტში ფიგურეზე მოქმედებები კოპირება, სურათის ჩასმა ფიგურებში.
ცხრილები ტექსტურ რედაქტორში, მონაცემების შეტანა ცხრილებში, მონიშვნები, სვეტების და სტრიქონების ჩამატება, წაშლა.
დოკუმენტის ბეჭდვა, ბეჭდვის პარამეტრები.
2 დღე
ინტერნეტი
რა არის ინტერნეტი, რა არის ვებ საიტი და ვებ-გვერდი, ბრაუზერები, საძიებო სისტემა, სურათების მოძებნა ინტერნეტში, როგორ გადმოვწეროთ ინფორმაცია ინტერნეტიდან.
3 დღე
ელექტრონული ცხრილები MS Excel 2007
ელექტრონული ცხრილები
MS Excel 2007
ფანჯრის ელემენტები,ფურცლების ჩამატება,  უჯრა, უჯრის მისამართი, მონაცემთა გავრცელება, უჯრების დაფორმატება,, ფერები, უჯრის ფორმატის კოპირება, ფორმულები, სვეტების და სტრიქონების ჩამატება, წაშლა, როგორ ავაგოთ დიაგრამ, წაშლა, დავთრის ბეწდვა, ბეჭდვის პარამეტრები.
4 დღე
შემაჯამებელი ტესტი

No comments:

Post a Comment